რუსებთან შერიგება და თანამშრომლობა მომდევნო ასი წლის განმავლობაში არ იქნება – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინელი ერისა და რუსეთის საზოგადოების შერიგების შანსებზე ისაუბრა.

გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინელები ასი წლის შემდეგაც არ იქნებიან მზად ასეთი სცენარისთვის, რადგან ამისთვის რუსები შინაგანად უნდა შეიცვალონ.

,,შერიგება, თანამშრომლობა – არა, არა იქნება მომდევნო ასი წლის განმავლობაში. რუსეთი ჯერ უნდა შეიცვალოს. მოხდეს დემოკრატიზაცია, დემილიტარიზაცია და დენუკლეარიზაცია”, – განაცხადა შმიგალმა.

შმიგალმა რუსეთის ფედერაციასთან ომში ერთადერთი შესაძლო კომპრომისი დაასახელა – მტრის ჯარების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან 1991 წლის საზღვრამდე. მან აღნიშნა, რომ ამისთვის რუსებმა ჯერ უნდა შეწყვიტონ სროლა და აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

,,უკრაინა ვერ ხედავს კომპრომისებს მის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ათასობით ჩვენი საუკეთესო ადამიანი დაიღუპა ისე, რომ ჩვენ ვეძებთ კომპრომისს სისხლიან ტერორისტთან და აგრესორთან, რომელიც აშანტაჟებს მთელ მსოფლიოს”, – აღნიშნა შმიგალმა.

მსგავსი თემები