,,ყველანაირად  უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას”- სალომე ზურაბიშვილი

,,ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას,”- ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

პრეზიდენტის თქმით, ყველანაირად  უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას.

„ეს ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს, ყველანაირად  უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას, და არა მაინცდამაინც ომით, მაინცდამაინც იარაღით. ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის – თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას, რადგან ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს.

ამიტომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავხსენით ეს კარი ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვის, თავისუფლად ფიქრობს. ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს  დაამარცხებს.

ამ საქართველოს გაუმარჯოს, დღეს, 25 თებერვალს!” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები