„ის ადამიანი არ არის“ – ზელენსკი პუტინთან შეხვედრას არ აპირებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ომის წლისთავზე გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას არ აპირებს, რადგან ამას აზრი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ შესთავაზა შუამავლობა. მოლაპარაკების ადგილად კი თურქეთი. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დრეს, საერთაშორისო მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აღნიშნულ შეთავაზებას ძალა დაკარგული აქვს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა იცის ჩემი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ამ თემაზე ომის დაწყებამდეც ვისაუბრეთ. მე მას ვუთხარი, დასვით პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. არ შეიძლება სრულმასშტაბიანი ომის რისკის დაშვება. მაშინ მან ეს ვერ შეძლო, ახლა კი ფიქრობს, რომ შეუძლია ამის გაკეთება, თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია. ის ადამიანი არ არის.  იქ (რუსეთში) ლაპარაკი არავისთან შეიძლება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის წლისთავზე პრესკონფერენციაზე.

 

მსგავსი თემები