გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს

ეროვნულ მუზეუმში, გელათის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა შედგა.  შეხვედრაში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი,  საპატრიარქოს წარმომადგენლები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ.

გადაწყდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს. რაც შეეხება დაფინანსება, ეს კულტურის სამინისტროს ევალება.

„შევთანხმდით, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი. სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს. იქ არაერთი სხვა პრობლემაცაა, რომლის მოგვარების პროცესი დაწყებული გვქონდა.  ამ პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო“, – განაცხადა მინისტრმა წულუკიანმა.

მსგავსი თემები