ომის წლისთავზე პოლონეთმა უკრაინას „ლეოპარდი“ გადასცა

პოლონეთმა შეასრულა დაპირება, რომელიც მან უკრაინას სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით მისცა. პოლონეთის მიერ გაგზავნილი „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია.

როგორც პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი აცხადებს, საუბარია ოთხ ერთეულ ტანკზე.

„უკრაინას პოლონეთიდან პირველი „ლეოპარდევი“ გადაეცა. პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვანია  უსაფრთხოებისთვის უკრაინასა და ევროპაში. მე აქ არა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვებით ჩამოვედი, არამედ ცოდნით, რომ ასეთ ბარბაროსულ აგრესიას ძალით უნდა გაეცეს პასუხი. დღეს, როგორც პირველი ევროპული ქვეყანა, სიმბოლურად გადმოგცემთ, ვოლოდიმირ,  ოთხ პოლონურ „ლეოპარდ 2“-ის ტანკებს”, – განაცხადა მორავეცკიმ.

მსგავსი თემები