უკრაინა საქართველოს სთხოვს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოწყალება გამოიჩინოს

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ანდრეი კასიანოვი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგ თხოვნას აჟღერებს და მის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.

ის საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, ამ საკითხში მოწყალება გამოიჩინოს.

„მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი განსახილველია არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილში. უკრაინა დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს ის სამკურნალოდ ევროპასა თუ აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. ეს საჭიროა მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ არ ვაფასებთ სამედიცინო ექსპერტების დასკვნებს, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფიქსიროთ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა“ – აღნიშნა კასიანოვმა მედიასთან.

მსგავსი თემები