,,არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს!”- პრეზიდენტი

,,ამ ომის შედეგი, როგორც ჩვენს, ასევე, მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს,”-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო უკრაინის მხარეს დგას.

,,არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს! სხვა ალტერნატივაც არ არსებობს და ამ ომის შედეგი, როგორც ჩვენს, ასევე, მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს.

ქართულ ენას ყველაფრის სწორი გამოხატვა შეუძლია, ბრძნული ენაა: გამარჯობას ვიძახით და მშვიდობას და ვიცით, რომ ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება. მჯერა უკრაინელი ხალხის გამარჯვების და გამარჯვებული მშვიდობიანი მომავლის! მათი და ჩვენი ერთობლივად!

გაუმარჯოს უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას და ჩვენს ერთიან მომავალს!
Slava Ukraini!,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები