,,2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო”- შალვა პაპუაშვილი

,,ხვალ 102 წელი სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან, უკრაინაში მსოფლიო დადგა იმავე მასშტაბის გამოწვევის წინაშე, 2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოსა და სხვა ერების თავისუფლებების მისწრაფებების ძალით ჩახშობაზე.

„დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება, ერთი წელი ნგრევის, ტკივილის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანის დანგრეული აწმყოსა და მომავლის, ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური აგრესიის. ამავე დროს, ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი. მაშინ მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოსა და სხვა ერების თავისუფლებების მისწრაფებების ძალით ჩახშობაზე. 102 წლის შემდეგ ისტორია მეორდება. უკრაინაში ომის სახით მსოფლიო დადგა იგივე მასშტაბის გამოწვევის წინაშე, იგივე შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს. 2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები