გურჯაანში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ მამა დააკავა

კახეთში, ორი წლის ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, მცირეწლოვანის მამა დააკავეს.

ორი წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს.

მცირეწლოვანი გურჯაანის “ჯეოჰოპიტალსში”, დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით, გუშინ შეიყვანეს. ბავშვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტები მიიღეს.

მცირეწლოვანის ბებია ძალადობაში ბავშვის 30 წლამდე ასაკის დედას ადანაშაულებდა.

მსგავსი თემები