,,მეუღლეს ვუთხარი: უნდა მოვემზადოთ, ბავშვები გავაღვიძოთ, ომი დაიწყო”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ არ დავღლილვართ, თუმცა ვერ დავმშვიდდები თუკი არ იქნება გამარჯვება,”- ამის შესახებ უკრაინის  პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ”ბიბისისთან” ინტერვიუში  განაცხადა.

ზელენსკი იხსნებს, რომ პირველი აფეთქებების ღამეს ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ოფისიდან დაურეკეს და შეატობინეს, რომ საჰაერო დარტყმები დაიწყო.

,,ევროპის რამდენიმე წამყვანი სახელმწიფოს ლიდერმა დამირეკა და მითხრა რომ ესაუბრნენ პუტინს და ის თავს არ დაგვესხმებოდა. მაგრამ ჩვენ ვგრძნობდით რომ შემოჭრის შანსი დიდი იყო… სამხედროებმა იცოდნენ. ყველა მზად იყო. მანამდე გვქონდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომები. ყველას ესმოდა, რა უნდა გაეკეთებინა, თუ ეს მოულოდნელად მოხდებოდა. ყველაფერი მომზადებული იყო. თუ ომი დაიწყებოდა, ყველა ინსტიტუტს გამართულად უნდა ემუშავა. პირველი აფეთქებების ღამეს ოჯახთან ერთად სახლში ვიმყოფებოდი და ოფისიდან დამირეკეს. მითხრეს, რომ დაიწყო საჰაერო დარტყმები. ცხადი იყო, რა მოხდებოდა შემდეგ. გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენ ვიყავით ნომერ პირველი სამიზნე. ამიტომ, მეუღლეს ვუთხარი: უნდა მოვემზადოთ, ბავშვები გავაღვიძოთ, ომი დაიწყო. მოვედი და მას შემდეგ აქ ვარ. ჩვენ არ დავღლილვართ. თუმცა ვერ დავმშვიდდები თუკი არ იქნება გამარჯვება. და შემდეგ ჯერზე, როცა შევხვდებით, – როცა ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ისევ ახალგაზრდული იერი მექნება და გავიღიმებ”, – განაცხადა ზელენსკი.

მსგავსი თემები