2 წლამდე ბავშვი, რომელსაც წამების კვალი აღენიშნება, სასწრაფოდ თბილისში გადმოჰყავთ

კატასტროფის ბრიგადას ამ წუთებში 2 წლამდე ბავშვი გურჯაანიდან თბილისში გადმოჰყავთ. ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მას დამწვარი აქვს სხეულის ნაწილები. როგორც ბავშვის ბებია ამტკიცებს, ბავშვზე დედა ძალადობდა, რომელიც მას სიგარეტს აწვავდა.

პოლიცია სწორედ ბებიამ გამოიძახა. დედა კი სახლიდან გაქრა. ბავშვს სხეულზე მრავლობითი დამწვრობები აღენიშნება.

დამწვრობის გარდა, მას სხეულზე ნაკბენებიც აღენიშნება. არის ეჭვი ოჯახურ ძალადობაზე. ბებიის მტკიცებით, მისი რძალი ბავშვს სცემდა, კბენდა და იატაკზე ანარცხებდა.

 

მსგავსი თემები