„ბატონო ირაკლი „გავრილოვიჩ“, „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“ – დეპუტატი ირაკლი კობახიძეს

საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი, ირაკლი კობახიძის ბრალდების შემდეგ  საკუთარ თავს „აგენტ 007 კახაბერ ბონდად“ მოიხსენიებს და ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

“ბატონმა ირაკლი კობახიძემ მითიური აგენტების სიაში ჩამწერა. ერთის მხრივ, ეს ცუდი არ არის, ე.ი. ბატონი „გავრილოვიჩი“ თვლის, რომ მე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ საქართველოს პოლიტიკაში და აწუხებს ჩემი არსებობა.

ბატონო ირაკლი „გავრილოვიჩ“, „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე მიბრძანდებით იმ ყველასათვის ცნობილი მიმართულებით, სადაც ზმეინის კუნძულის მცველებმა რუსული გემი გაგზავნეს” , – აღნიშნავს ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ „გავლენების შესახებ კანონპროექტზე“ საუბრისას მმართველ გუნდში ადრე არსებულ ჯაშუშებზე ისაუბრა. მან ჯაშუშად გუნდის რამდენიმე ყოფილი წევრი დაასახელა და მათ შორის მოიხსენია კახა ოქრიაშვილიც.

მსგავსი თემები