„შეშლილი ყმაწვილი“ –  ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს და მას „შეშლილ ყმაწვილს უწოდებს.“

„ის ტალახს ესვრის ყველა ადამიანს, ვინც ვერ მოინელა, ვისთანაც აქვს ღია თუ ფარული აგრესია და მათ შორის, ერთ-ერთი ვარ მე. მე მის განცხადებებზე ნერვები არ მეშლება, თუმცა, გამოჩნდა, რომ ამ უბედურმა კობახიძემ აღიარა არა მხოლოდ გავრილოვის დრამის ავტორობა და შემომყვანობა, არამედ მ კანოპროექტის („ხალხის ძალის“) ავტორობა. ახლა ნადირობენ კუდიანებზე. ზუსტად 3 წლის წინ ვთქვი, რომ რომ კობახიძის ჯგუფი სახიფათო დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყანას მტრობს.  მგონია, რომ ეს ყმაწვილი მარია ზახაროვას ასისტენტია. ეს არის ბოდვა და ის ლაპარაკობს ჩემზე, როცა მე ვიბრძოდი, ეს უბედური სად იყო? საწყალი, საბრალო 2015 წელს მოიყვანეს, როცა ხელისუფლებაში ვიყავით. წარმოგიდგენიათ სანამდე მიდის მისი შეშლილი გონება?“ – აცხადებს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რონ ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდში აგენტების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰყავდათ გუნდში ასეთები, მათ შორის მოიხსენია ეკა ბესელია. „ვსაუბრობ ვანო მერაბიშვილის მრევლზე“ – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები