ვაშაძე „ტუტ“ –  გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ისა თბილისშია და აქციაც შედგება

უკრაინის სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, პრემიერის თურქეთში წასვლა ვერ გადაფარავს იმას, რომ სოლიდარობა უკრაინასაც სჭირდება.

„ხვალინდელ აქციაზე ავტობუსებით არავის ჩამოყვანას ვაპირებთ. ეს არის  ღირსების აღდგენის დღე. პრემიერ-მინისტრის თურქეთში ჩასვლა ვერ დააკომპენსირებს იმას, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარული არ ხარ. ძალიან ნერვიულობდა კობახიძე აქციის ორგანიზატორები ყველანი კიევში წავიდნენო. ანალოგი მინდა მოვიყვანო, როცა რუსები პრეზიდენტ ზელენსკის აბრალებდნენ, რომ ომის დაწყების შემდეგ ის კიევიდან გაიქცაო; მერე ზელენსკი გამოვიდა და ტქვა „პრეზიდენტი ტუტ და სხვების ტუტ-ო“. მე ახლა კობახიძეს ვეუბნები: „ვაშაძე ტუტ“. ყველანი ღირსეულად უნდა შევიკრიბოთ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სოლიდარობის დღე ხვალ, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს აღინიშნება.

 

მსგავსი თემები