აფხაზეთის „ლიდერი“ პუტინს „სამშობლოს დამცველის დღეს“ ულოცავს

ოკუპირებული აფხაზეთის „ლიდერი“ ასლან ბჟანია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს წერილს უგზავნის და „ახალ გამარჯვებებს“ უსურვებს. ბჟანია კმაყოფილებას და მადლიერებას გამოხატავს პუტინის მხრიდან აფხაზეთის მიმართ გამოჩენილი ინტერესის და ყურადღების გამო და გამარჯვებას უსურვებს.

„თქვენ ასრულებთ თქვენი სამშობლოს მტრის საფრთხეებისგან დაცვის უმთავრეს ამოცანას. ფასდაუდებელია რუსეთის ფედერაციის დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების დამყარებასა და განმტკიცებაში… ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! ნება მომეცით, გისურვოთ ჯანმრთელობა, ახალი გამარჯვებები, მშვიდობა და კეთილდღეობა” – წერს ბჟანია პუტინს.

მსგავსი თემები