,,ეტყობა, შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალიან შორს მიდის”- ზურაბ ჩხაიძე ხაჭაპურიძეზე

,,ეტყობა, შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალიან შორს მიდის. ალბათ, ეს ფანტაზიები უფრო სხვა განწყობაზეა, თუ რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა, შეიძლება მაშინ უფრო მოსდის, – ასე ეხმაურება „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას.

„ეტყობა, შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალიან შორს მიდის. ალბათ, ეს ფანტაზიები უფრო სხვა განწყობაზეა, თუ რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა, შეიძლება მაშინ უფრო მოსდის. ჟურნალი არის სომხეთის სამეცნიერო კვლევითი ჟურნალი, მაგრამ შალვა ხაჭაპურიძისგან სამეცნიერო ჟურნალი ძალიან შორს არის, ამაზეა ზუსტად თქმული ქართული ანდაზა: „ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო!“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, შალვა ხაჭაპურიძემ განცხადა, რომ „ერთ-ერთი რუსული სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორს, რომელსაც პუტინი აჯილდოებს, ამავე ჟურნალის რედკოლეგიის წევრი ზურაბ ჩხაიძე იყო.“

მსგავსი თემები