,,ის კინო, რა კინოს დადგმასაც სააკაშვილი ცდილობდა, უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ”- შალვა პაპუაშვილი

,,ის კინო, რა კინოს დადგმასაც სააკაშვილი ცდილობდა, უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ. ამიტომ არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა ყველანაირ რადიკალიზმს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მთელი აბსურდი ის არის, რომ უნდათ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრონ, როგორც დემოკრატზე, მათ შორის რეზოლუციაშიც. ხომ ამიტომ ვართ ჩვენ გულნაწყენი, რომ დეზინფორმაციის წყაროდ იქცა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც პირველ წინადადებაში პირდაპირ დეზინფორმაციას წერს, საუბარია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დევნილი, არადა, ვიცით, რომ ის გაექცა მართლმსაჯულებას. თითქოს მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში, არადა, ვიცით, რომ ის შემოიპარა სწორედ რევოლუციის მოსაწყობად. რას ნიშნავდა არჩევნების წინა დღეს ქვეყანაში შემოსვლა და აქ გამოჩენა, მგონი, არც ბავშვი არავინაა და არც ქართული საზოგადოება არის გამოუცდელი ამ მხრივ. ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ეს ყველაფერი ვნახეთ უკვე. ეს კინო, რა კინოს დადგმასაც სააკაშვილი ცდილობდა, უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ. ამიტომ არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა ყველანაირ რადიკალიზმს, აღარ მიჰყვება არანაირ რადიკალიზმში, ვინაიდან ადამიანებს უნდათ ერთი რამ, ეს ქვეყანა განვითარდეს მშვიდობიანად, იყოს დამოუკიდებელი, იყოს თავისუფალი და აყვავებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები