,,არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ”- ლაშა ფურცხვანიძე

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. ბრალს არ აღიარებს „გრინსერვის+“-ის  დირექტორიც.

„არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ”,- განაცხადა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულმა ლაშა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. მოზარდის  გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.

მსგავსი თემები