პოლონეთში, ხანდაზმულებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ხანდაზმულებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მთელ პოლონეთში მოქმედებდნენ და თავს პოლიციელებად ასაღებდნენ.

2023 წლის 18 იანვარს დააკავეს 24 წლის პოლონელი და 44 წლის ქართველი, მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი თაღლითური გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. ისინი ტარნოვში, ცდილობდნენ ასაკოვანი მოქალაქის გაძარცვას და 25 000 ზლოტის უკანონოდ დაუფლებას.

პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე  მონაწილეობდა მსგავს თაღლითობაში, რომელიც 2022 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა ვაგროვიეცსა და ნოვი ტომისლში. იქ თაღლითურად მოპოვებული მთლიანი თანხის რაოდენობამ 220 000 ზლოტი შეადგინა.

ქართველს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი თემები