ბელგოროდის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი „სუ-24“ ჩამოვარდა.  ჩამოვარდნის შედეგად, თვითფრინავს ცეცხლი გაუჩნა. ცეცხლი სამეურნეო ნაგებობაზეც გავრცელდა.

“ვალუისკის ურბანულ რაიონში თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ახლა ადგილზე მუშაობს საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები”, – დაწერა რეგიონის გუბერნატორმა, ვაიჩესლავ გლადკოვმა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები და გამომძიებლები მუშაობენ.

მსგავსი თემები