,,ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე გუშინ, “ვივამედში” გამართულ პრესკონფერენციას კიდევ ერთხე ეხმიანება. მისი თქმით, ექიმები ხედავენ რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილის და მტკიცებულებებს იქმნიან.

,,ამდენ ხანს რატომ არ ხდებოდა მსგავს ფორმატში პრესკონფერენციების ჩატარება ჩვენთვის არ განუმარტავთ, მაგრამ, მარტივია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი ხედავენ აშკარად რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი, იგი ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს, ამიტომ, იქმნიან მტკიცებულებებს და ამბობენ, რომ იცით რა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ პაციენტი არ გვემორჩილება, რაც არის ტყუილი”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები