ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევში ჩავიდა.
„ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევში ვბრუნდები. ჩვენ ვიქნებით უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, ვიდრე მშვიდობა არ დაბრუნდება ევროპაში“, – დაწერა სანჩესმა „ტვიტერზე“.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერი ირპენსა და ბუჩაში ჩასვლას გეგმავს, ასევე ის მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება ახალგაზრდებთან დაკავშირებით, სრულიად მიუღებელია....