ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად და მარაგების შესავსებად იარაღის წარმოებას გაზრდის – ბენ უოლესი

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაიწყო თანდათანობით ქვეყნის სამხედრო მრეწველობის დაჩქარება ჭურვების წარმოების კუთხით, რათა დაეხმაროს უკრაინას და შეავსოს საკუთარი მარაგი. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

“ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტები ჩვენი საბრძოლო მასალის მწარმოებლებთან და უკვე დავიწყეთ პირველი პარტიების მიღება, როგორც ჩვენი მარაგის შესავსებად, ასევე უკრაინისთვის”, – განაცხადა ბენ უოლესმა.

მისი თქმით, უკრაინა გაზაფხულზე მიიღებს 14 დაპირებულ “ჩელენჯერ 2”-ის ტანკს.

,,წელს ძალისხმევის აბსოლუტური ნაწილია მდგრადობა – როგორ შეგვიძლია ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გავააქტიუროთ მიწოდების ჯაჭვები, როგორ გავააქტიუროთ მიწოდების ქსელები ჩვენი საკუთარი აღჭურვილობისთვის და ეს იყო ერთ-ერთი ცვლილება,” – განაცხადა უოლესმა.

მსგავსი თემები