,,გადაწყვიტეს მოკლან ჩემი შვილი, სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი”- გიული ალასანია

,,გადაწყვიტეს მოკლან ჩემი შვილი, სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი წუხს, რომ ახლა უკრაინაში არაა.

,,2003 წლის ვარდების რევოლუციისა და მერე 2004 წლის შემდეგ ასეთი ფინალი ვერ წარმომედგინა. ისევ მეთოთხმეტე საუკუნეში დავბრუნდით. თქვენ უკრაინაში ჯოჯოხეთი გაქვთ, მაგრამ ჩვენთანაც ომია. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ევროპაში სურს, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, უკვე რუსეთის ნაწილი ვართ. ამბობენ, რომ სააკაშვილი სისხლისღვრისთვის ჩამოვიდა. საინტერესოა, 2003 წელს რევოლუციის დროს თმის ღერიც არავის ჩამოვარდნია. საიდან მოიტანეს ეს. სად დაღვარა სისხლი.

ის ახლა ძალიან ცუდადაა. მოწამლეს ციხეში. ეს უკვე დადასტურებულია საუკეთესო ლაბორატორიებში. მას აქვს ინტოქსიკაცია და ეს მძიმე მეტალები უნდა გამოდევნონ ორგანიზმიდან, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ყოველდღე მაღალი სიცხე აქვს. ძვალი და ტყავია დარჩენილი რადგან კახექსია აქვს. ძალიან რთულია ამის ყურება და მე ყოველდღე სასწაულს ველოდები. მათთვის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ჩემი შვილის გაკეთებულს არანაირი ფასეულობა არ აქვს და პირიქით ისინი მუშაობენ, რომ სახელმწიფოებრიობა გაანადგურონ. გადაწყვიტეს მოკლან ჩემი შვილი, სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი. თუმცა ძალიან წუხს, რომ არ არის ახლა უკრაინაში. ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აქვს, რადგან რასაც მე ვხედავ, ის დამოკიდებულია პუტინზე. პუტინს რასაკვირველია უხარია, რომ სააკაშვილი ციხეშია. ახლა მძიმე პერიოდი გვაქვს, მაგრამ ჩემი შვილი ოპტიმისტია, აქვს გეგმები და თვლის, რომ ეს ყველაფერი დროებითია”, – განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები