„ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი მინსკში აფხაზეთის  ე.წ. პრეზიდენტისა და ბელარუსის ლიდერის შეხვედრას გმობს და აცხადებს, რო ეს ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.

„მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს “ოფიციალურ შეხვედრას” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტთან”. ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

 

მსგავსი თემები