„პოლიციელი რომ მიდის, მან ღიმილით უნდა დააჯარიმოს, ეს მისაღები იქნება ყველასთვის“ – ფრიდონ ინჯია

საქართველოს პარლამენტის წევრმა ფრიდონ ინჯიამ შინაგან საქმეთა მინისტრსა და მოადგილეს მიმართა, რომ პოლიციელებმა დამნაშავეები ღიმილით დააჯარიმონ.

„როდესაც უცხოელი შემოდის, ის პირველ რიგში უყურებს იმ პოლიციელს, რომელიც ხვდება მას გაღიმებული, როგორ აცვია, როგორ იქცევა. ეს არის სახე  ჩვენი ქვეყნის. ამიტომ, ეს სახე … თქვე  საკმაოდ დადებითი მუხტი გაქვთ და არ გიჭირთ საზოგადოებაში ურთიერთობა. თუნდაც ღიმილი და საუბარი, მადლობა ამისთვის. მე ვისურვებდი, ასეთი ღიმილი, ასეთი ხედვა თქვენ გადასცეთ ყველა თქვენს თანამშრომელს, პოლიციელს. პოლიციელი რომ მიდის, უნდა  ღიმილით დააჯარიმოს,  ის მისაღები იქნება ყველასთვის“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები