საქართველომ სამართლებრივი დევნა რუსეთის 246 და ბელარუსის 16 მოქალაქეზე დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველომ რუსეთისა და ბელარუსის არაერთ მოქალაქეზე დაიწყო სს დევნა.

„ომის დაწყებიდან, ანუ 2022 წელი მთლიანად რომ ავიღოთ, დანაშაული არის 0,5%. რიცხობრივად არის რუსეთის – 246 მოქალაქე, რომელზეც დევნა დაიწყო, 314 დანაშაულზე. რაც შეეხება ბელარუსს, ბელარუსის 16 მოქალაქეზე დაიწყო დევნა, 18 საქმესთან მიმართებით. მთლიანობაში კი, 0,5% -ია [დანაშაულის რიცხვი] რაც ქვეყანაში მოხდა. ასე რომ ამ კუთხით, რაიმე საფრთხე, კრიმინალის გაზრდის საფრთხე ქვეყანაში არ გვაქვს“ , – განაცხადა გომელაურმა საქართველოს პარლამენტში.

 

მსგავსი თემები