,,პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტებს და კიევის ამჟამინდელ რეჟიმს ეკისრება”- პუტინი

,,უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება დასავლურ ელიტებს და, რა თქმა უნდა, კიევის ამჟამინდელ რეჟიმს“, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება.

„ერთი წლის წინ ჩვენს ისტორიულ მიწებზე ხალხის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნეონაცისტური რეჟიმიდან მომდინარე საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც წარმოიშვა უკრაინაში 2014 წლის გადატრიალების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად და თანმიმდევრულად გადავჭრით ჩვენს წინაშე არსებულ ამოცანებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები