,,ჩვენი ხელისუფლების მოსვლისთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდა ემიგრაციული ნაკადები”- ბექა ოდიშარია

სახელმწიფო გადატრიალებამ ქვეყანაში, არსებულმა განუკითხაობამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა და ეკონომიკურმა კოლაფსმა საქართველოდან მიგრაციის დიდი ტალღა წარმოქმნა 90-იან წლებში. ეს მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების მოსვლისთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდა ემიგრაციული ნაკადები, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„2018-2021 წლებში საქართველოს მიგრაციულმა სალდომ 29 000-ს მიაღწია მაშინ, როდესაც ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანაში ლიეტუვაში ეს მაჩვენებელი 37 000-ს უტოლდება. ასეთ საკითხებზე ისაუბრა თავის ფეისბუქპოსტში ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რასაც გაუთვითცნობიერებელი ხალხისგან, მავნებლებისგან დაუსაბუთებელი კრიტიკა მოჰყვა“, – განაცხადა ოდიშარიამ.

მისი თქმით, ევროპული კომისიის ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა მიიღეს უვიზო რეჟიმი ან შენგენის ზონაში გაერთიანდნენ, გაიზარდა მიგრანტთა რიცხვი.

„თანამედროვე ეპოქაში მიგრაცია აღარ განიხილება როგორც ცალსახად მხოლოდ ნეგატიური მოვლენა, თუმცა საჭიროა მიგრაციული პროცესების გონებრივი მართვა და დარეგულირება. თანამედროვე მსოფლიოში, ევროკავშირსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში დროებითი, ცირკულარული შრომითი მიგრაცია არის აღიარებული ამის პრევენციად. ესტონეთი, რომელიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მას შემდეგ, რაც გამოეყო საბჭოთა კავშირს და დაიწყო აღორძინების ხანა, ევროპული ინტეგრაცია, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, მოხდა მოსახლეობის 1/3 -ის გადინება გერმანიაში. ასეთივე სურათი აქვს საბერძნეთს, სადაც 500 000-ზე მეტმა ადამიანმა მოახერხა გადასვლა სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მსგავსი თემები