„მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ხომ ვთქვი 1 კვირის წინ, ჩავა-თქო“-სააკაშვილი ბაიდენზე

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„რუსები ბირთვულ მანევრებს აწყობენ, რათა ბაიდენი არ ჩავიდეს კიევში, მაგრამ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ხომ ვთქვი 1 კვირის წინ, ჩავათქო. არასოდეს დამავიწყდება “კოპალას” აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და წარბი არ შეუხრია“ – წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა.

 

მსგავსი თემები