„თუ ჩინეთი რუსეთის მოკავშირე გახდება, მსოფლიო ომი იქნება“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინული მხარე ჩინეთის რუსეთთან კავშირებზე ისევ საუბრობს და აცხადებს რომ ეს კავშირები საეჭვოა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, თუ ჩინეთი რუსეთის მოკავშირე იქნება, მსოფლიო ომი გარდაუვალია.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ამ ომში რუსეთის ფედერაციას მხარს არ უჭერდეს. ვისურვებდი, რომ ის ჩვენს მხარეს იყოს. თუმცა, ამ დროისთვის, მე არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. ჩინეთს რეალური შესაძლებლობა გააჩნია, ვითარება პრაგმატულად შეაფასოს და გადაწყვეტილება ის მიხედვით მიიღოს. თუ ის რუსეთის მოკავშირე გახდება, მსოფლიო ომი იქნება. ეს კარგად იცის ჩინეთმაც“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები