,,გვჭირდება ახალი ჩარჩო გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, საქართველოდან მოლდოვამდე”- რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, საჭიროა უსაფრთხოების ახალი ჩარჩოს შემუშავება.

მისი თქმით, რუსეთმა ჩაიდინა დარღვევები ნატოს-ს კოლექტიური უსაფრთხოების მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართ და საერთაშორისო საზოგადოების პასუხი არ იყო საკმარისად ძლიერი.

,,ცივი ომის შემდგომი ეპოქის ხელშეკრულებებმა და შეთანხმებებმა უკრაინაში არ გაამართლა. ასე, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ჩარჩო მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის. ადამიანის უფლებებიდან დაწყებული ბირთვული საფრთხეებით, საქართველოდან მოლდოვამდე, რუსეთმა ჩაიდინა დარღვევები NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართ და საერთაშორისო საზოგადოების პასუხი არ იყო საკმარისად ძლიერი”, – განაცხადა რიში სუნაკმა.

მსგავსი თემები