,,გადაარჩინე მიშა”- მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს.  ასევე აქცია იმართება ბათუმშიც.

მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე მივიდა ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელიაც.

„ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია ჩატეხილი ხიდების მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა მოხდეს, რაც არ არის მარტივი პროცესი. ვფიქრობ, ახლა საზოგადოებაში არის მაღალი ხარისხის დაქსაქსულობა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში. ის, რომ მსგავსი ტიპის აქციებზე შესაძლებელია, რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერი მოვიდეს, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებიც იყვნენ ერთსულოვნები“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები