ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ არ ცნობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას თავად ბადრი ესებუაც ესწრება.

ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევის დაწყებამდე ბრალდებულმა მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

მსგავსი თემები