,,არა რუსულ კანონს”- პროტესტი პარლამენტში

“არა რუსულ კანონს” – ჟურნალისტების ნაწილი პარლამენტში, ბიუროს სხდომათა დარბაზთან “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტის დარეგისტრირებას აპროტესტებენ.

“სიმართლის გეშინიათ”, “სოზარ, შენც აგენტი ხარ”, “არა, რუსულ კანონს”, “თქვენ თვითონ ხართ უცხოური აგენტები”, “კობახიძე და პუტინი კანონზე: “ამაში საშიშს ვერაფერს ვხედავ” – პუტინი, “მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ” – კობახიძე”- ამ შინაარშის პლაკატებით დახვდნენ ბიუროს სხდომაზე შესულ დეპუტატებს მედიის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

მსგავსი თემები