,,პუტინს ეგონა, რომ ჩვენზე დიდხანს გაუძლებდა, მაგრამ ძალიან შეცდა”- ჯო ბაიდენი

,,როდესაც პუტინმა დაიწყო შეჭრა თითქმის ერთი წლის წინ, მას ეგონა, რომ უკრაინა სუსტი იყო და დასავლეთი – გაყოფილი. მას ეგონა, რომ ჩვენზე დიდხანს გაუძლებდა, მაგრამ ის ძალიან შეცდა”, – ამის შესახებ კიევში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„როდესაც მსოფლიო ემზადება უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის ერთი წლისთავის აღსანიშნავად, მე დღეს კიევში ვარ, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

მსგავსი თემები