კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან, გადაკეტილია ქუჩები, რკინიგზა – უკრაინული მედია

კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.ვარაუდობენ, რომ უკრაინაში კიევში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩადის.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია.

„მოდით, ჯერ ამ ინტრიგას შევინახავთ და არ გავუსწრებთ მოვლენებს. იმედი მაქვს, რომ სიურპრიზი, რომელიც მზადდება, გამოვა. იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ომის წლისთავზე ვიხილოთ არა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვები, ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების კიევში“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი მელნიკმა.

მსგავსი თემები