,,მზად ვართ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა”- ეუთოს გენერალური მდივანი

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

ჰელგა მარია შმიდის თქმით,  ეუთო იზიარებს საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად არის სხვადასხვა მიმართულებით  თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

“სასიამოვნო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნახვა.

ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ ეუთოს ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით  რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა”,-აღნიშნავს ეუთოს გენერალური მდივანი.

მსგავსი თემები