,,24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, საქართველოს დელეგაციაც მიიწვია, „ქართულმა ოცნებამ“  უარი განაცხადა”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის პარლამენტმა სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია კიევში. მისი განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ჩასვლაზე უარი თქვა.

“ეს წუთია გავიგე, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და ამაზე ინფორმაცია ყველას დაგვიმალა!” – წერს გიორგი ვაშაძე.

 

მსგავსი თემები