ასლან ბჟანიას ვიზიტისას არ განიხილება რუსეთის შემადგენლობაში შესვლა – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ოფისი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის“ ოფისში აცხადებენ, ასლან ბჟანია მოსკოვში აფხაზეთის სტატუსს არ განიხილავს.

როგორც  პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება ჩაითვალოს მცდელობად “უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წყობის საფუძვლების შელახვაში”.

„აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვის შესახებ გადაუმოწმებელ და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული საჯარო მიმართვები შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მოქალაქისა და საზოგადოებრივი გაერთიანების მცდელობად, უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების შერყევაში“, – აცხადებენ ე.წ. „პრეზდენტის“ ოფისში.

ცნობისთვის, ასლან ბჟანია მოსკოვში 14 თებერვალს ჩავიდა. ის შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართავს.

მსგავსი თემები