,,მწამებლები იყვნენ თვითონ და როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად პასუხი უნდა აგონ”- რატი ბრეგაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

,,მწამებლები იყვნენ თვითონ და როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად პასუხი უნდა აგონ,” – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ  „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ფაქტები ცხადყოფს, რომ მწამებლები თავად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და ახლა ისინი ცდილობენ, სხვას დააბრალონ, რასაც თვითონ „წარმატებით“ აკეთებდნენ.

„დროა, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ – ეს არის ფაქტებით დადასტურებული და როგორც სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი, ისე უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურადაც.

მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯერობით არ გასულა და შესაბამისად, ნუ დაავიწყდებათ ის, რომ მათ ამ ყველაფრისთვის სათანადო წესით უნდა აგონ პასუხი. და რა იგულისხმება ამაში? – ჩახედონ სარკეში საკუთარ თვალებს. ასევე, შეხედონ ადამიანებს და მოუხადონ მათ ბოდიში. ნაცვლად ამისა, დღემდე ცდილობენ საზოგადოების რაც შეიძლება უფრო მეტად დამუნათებას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ რასაც თვითონ „წარმატებით“ აკეთებდნენ, სხვას დააბრალონ. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, დრო არის, რომ თავიანთი პასუხისმგებლობა გაიაზრონ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდგომ მათთან მიმართებით პოლიტიკურ ვერდიქტს ქართველი ხალხი მიიღებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

მსგავსი თემები