ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავეს

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდში პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ სულ მცირე 14 სახლის ძარცვა. მედიის ცნობით, დანაშაულებრივ დაჯგუფებას ე.წ. “კანონიერი ქურდები” ხელმძღვანელობდნენ.

როგორც მედია წერს, სპეცოპერაციის ფარგლებში 7 სახლის ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც ძვირადღირებული სამკაულები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა ნივთები ამოიღეს.

მსგავსი თემები