თურქეთი სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ორი პროვინციის გარდა ყველგან წყვეტს

თურქეთში, სამაშველო ჯგუფებმა სამუშაოები ქაჰრამანმარაშისა და ჰათაის პროვინციების გარდა ყველგან შეწყვიტეს.

„ჩვენს ბევრ პროვინციაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები გრძელდება ქაჰრამანმარაშისა და ჰათაის პროვინციებში“, – განაცხადა თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, იუნუს სეზერმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრებს 46 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები