,,ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა”- რატი ბრეგაძე

,,თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინფორმაციას,” – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოსა და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა.

„მაგრამ რა არის მთავარი პრობლემა – ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია. მას უნდა, რომ იყოს რაც შეიძლება ცუდად, რათა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად დაზიანებით შეძლოს და დატოვოს პენიტენციური დაწესებულება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები