მოსკოვი ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს და ნაპოლეონ ბონაპარდის ბედს ახსენებს

კრემლის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა საფრანგეთის პრეზიდენტის  ემანუელ მაკრონის განცხადებებმა ისე გააღიზიანა, ნაპოლეონ ბონაპარდის ბედი გაახსენა.

ზახაროვა განსაკუთრებით ემანუელ მაკრონის იმ გზავნილმა გააღიზიანა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, უკრაინასთან ომში საფრანგეთს რუსეთის დამარცხება სურს.

„საფრანგეთი მაკრონით არ დაწყებულა და ნაპოლეონის ნაშთები, რომელსაც სახელმწიფო დონეზე პატივს მიაგებენ, პარიზის ცენტრშია დასვენებული“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა.

მისივე თქმით, დასავლეთი აქტიურად არის ჩართული რუსეთის არსებული რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებულ განხილვებში და ამავდროულად, მაკრონი რუსეთის ხელმძღვანელობასთან ცდილობს შეხვედრებს.

 

მსგავსი თემები