„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია“ – ექიმი

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. წულაძემ მესამე პრეზიდენტი დღეს მოინახულა.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ დეტალებზე, მონაცემები აღვწეროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა თანდათან გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო. ეს გამოიხატება წონაში კლებით, გასინჯვის მონაცემებით ვამბობთ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია. ჯერჯერობით, ამის თქმა შემიძლია, დანარჩენს დეტალურად დავწერთ და გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა წულაძემ ჟურნალისტებთან.

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ.

 

მსგავსი თემები