თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს

თურქეთში მიწისძვრის  შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ. ადამიანების ცოცხლად გამოყვანის შესაძლებლობა უკვე გადაწურულია.

სტიქიის ზონიდან  430 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რაც შეეხება ზარალს,  ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ზარალის შეფასება 830 000-ზე მეტ ობიექტზე მოხდა. მიმდებარე პერიმეტრზე თითქმის ყველა შენობა ავარიულია, რაც შედარებით სუსტი მიწისძვრის დროსაც კი ნგრევის საფრთხეს ქმნის.

 

მსგავსი თემები