„რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს, იქაც იტყვიან რომს თამაშობსო?“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას პასუხობს, რომელიც ღარიბაშვილმა მიუნხენში სააკაშვილთან დაკავშირებით გააჟღერა. როგორც ალასანია აცხადებს, წარმოუდგენელია, ადამიანმა მუდმივი სიცხე ითამაშოს.

„მოვისმინე და მართალი გითხრათ გაკვირვებული დავრჩი. ესე იგი ადამიანმა დაიწყო იმით, რომ ის თურმე დიდი მსახიობია, რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს? ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია. ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო? სისხლის ღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად ვის უნახავს მისი სისხლის ღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ამის მოწმე ვიყავით, ერთი ნაკაწრი არავის არ ჰქონია, რა სისხლის ღვრაზეა ლაპარაკი?“, – განაცხადა ალასანიამ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე მიხეილ სააკაშვილზე კითხეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის კარგი მსახიობია და თამაშობს.

 

მსგავსი თემები