„უკრაინის ადგილი თავისუფალ და ერთიან ევროპაშია“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის შეფასებით,  უკრაინა თავისუფლებისთვის დიდ საფასურს იხდის, ევროპის ქვეყნები კი მის მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებენ. აღნიშნული განცხადება შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

„პუტინის რევანშიზმი ვერ გაიმარჯვებს. ყველაფერი პირიქით მოხდება. უკრაინა იმაზე ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ევროკავშირი ერთიანია და ის მხარს უჭერს უკრაინის მომავალ წევრობას ევროკავშირში. ნატო ფართოვდება, ალიანსს ახალი წევრები ემატება. ამავე დროს ათასობით ახალგაზრდა რუსმა საკუთარი სიცოცხლის ფასი გადაიხადა პუტინის ომისთვის და უამრავმა სხვამ ზურგი აქცია საკუთარ ქვეყანას“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცის შეფასებით, პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ შეუძლია იმპერიალისტური ამოცანის შესრულება.

„ომს არ აჭიანურებს ჩვენ მიერ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, პირიქით. რაც უფრო მალე გააცნობიერებს პუტინი, რომ მას არ შეუძლია იმპერიალისტური ამოცანების მიღწევა, მით მეტი შანსია, რომ ომი მალე დასრულდება რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანის გზით. ეს არის უკრაინის მიზანიც“, – განაცხადა შოლცმა უსაფრთხოების კონფერენციაზე.

 

მსგავსი თემები