„არსებობს მხოლოდ ერთი აგრესორი და ერთი მხარე, რომელსაც თავს დაესხნენ, ეს მკაფიოა“, – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა ამ ომის წამოწყებისას დასახულ ვერცერთ მიზანს მიაღწია. როგორც  მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინელების შემართებამ და სიმამაცემ აჩვენა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ჩანაფიქრის შესრულება.

„რუსეთს სურდა, გავლენის სფეროები შეექმნა და ისე გამოეყვანა, თითქოს უკრაინაში წამოწყებულ ომს ლეგიტიმური საბაბი ჰქონდა. მაგრამ ამან ვერ იმუშავა. ეს ერთი წლის შემდეგაც ეს არ მუშაობს. რუსეთის მიმართ დიდი უნდობლობა არსებობს და თავდაცვა მეტად მნიშვნელოვანი გახდა. მაგალითად, როგორ უნდა ვივარაუდოთ, რომ კავკასიაში გამოწვევის გადაჭრა რუსეთს შეუძლია? რუსეთს, რომელიც წარმოადგენს ახალ კოლონიალისტურ სახელმწიფოს“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობა რუსეთის პრობლემის გადაჭრის გარეშე ვერ მოხერხდება.

„რუსეთთან დიალოგის დრო ჯერ არ მოსულა. რუსეთმა აირჩია ომი. რუსეთმა ამ ომის ესკალაცია აირჩია. რუსეთმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ჩაედინა ომის დანაშაულებები. რუსეთმა არ და ვერ უნდა მოიგოს ეს ომი და რუსეთის თავდასხმა წარუმატებელი უნდა იყოს“ – განაცხადა მაკრონმა მიუნხენში.

მსგავსი თემები